Accessibility links

ერდოანი იმედოვნებს, რომ აშშ შეცვლის გადაწყვეტილებას სირიაში ქურთების შეიარაღებაზე


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი გამოთქვამს იმედს, რომ აშშ მალე შეცვლის გადაწყვეტილებას სირიაში მებრძოლი ქურთების შეიარაღების შესახებ. 10 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, ერდოანმა აღნიშნა, რომ ამერიკა მხარს უნდა უწევდეს მოკავშირეს და არა „ტერორისტულ“ ჯგუფს. მისივე თქმით, ის ქურთი მეომრების შეიარაღების საკითხს წამოჭრის ვაშინგტონში 16 მაისს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს. ნატოს წევრი თურქეთიდან ეს რეაქცია მოჰყვა ცნობას, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, შეიარაღება მიაწოდოს „სირიის დემოკრატიული ძალების“ ქურთ წევრებს სირიაში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებთან საბრძოლველად. „ხალხის დამცველთა შენაერთები“ მნიშვნელოვანი ნაწილია „სირიის დემოკრატიული ძალებისა“, რომელმაც ისლამისტი ექსტრემისტები განდევნა ჩრდილოეთ სირიის დიდი ნაწილიდან. თურქეთი კი „ხალხის დამცველ შენაერთებს“ მიიჩნევს აკრძალული ორგანიზაციის, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირე ტერორისტულ ჯგუფად. „ქურთისტანის მუშათა პარტია“ ათწლეულებია იბრძვის ქურთებისათვის უფრო ფართო ავტონომიის მოსაპოვებლად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG