Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ ჩინჩალაძის დანიშვნას ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ


არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი აპროტესტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის მიხეილ ჩინჩალაძის, უვადოდ დანიშვნას,თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ.შესაბამისი გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ კენჭისყრაზე მიიღო. "რამდენი რეფორმის ტალღაც არ უნდა მივიღოთ, თუკი სასამართლოს სახეები მაინც მურუსიძის და ჩინჩალაძისნაირი ოდიოზური ფიგურები იქნებიან, ეს იქნება ძალიან დიდი პრობლემა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განუცხადა. მიხეილ ჩინჩალაძეს მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრმა დაუჭირა. ასევე, ამავე სასამართლოში უკვე დანიშნულია ორი მოსამართლე. კენჭისყრის შედეგად სააპელაციო სასამართლოში დაინიშნენ მერაბ ლომიძე და ილონა თოდუა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა გრძელდება.

XS
SM
MD
LG