Accessibility links

თანამდებობიდან გათავისუფლებული ჯეიმს კომი ცდილობდა, გაღრმავებულიყო გამოძიება რუსული ჩარევის საქმეზე


გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი, ჯეიმს კომი ცდილობდა, გაღრმავებულიყო გამოძიება რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმეზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობაში. ამის შესახებ 10 მაისს გამოსული რამდენიმე წამყვანი ამერიკული გამოცემა იუწყება. ჯეიმს კომი ხელმძღვანელობდა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის რუსეთთან კავშირების გამოძიებას. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტი კომის მოხსნის მიზეზად ასახელებს იმ გარემოებას, რომ, მისი აზრით, კომიმ არასწორი ნაბიჯები გადადგა პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის ელფოსტასთან დაკავშირებული ბრალდებების საკითხში. ამერიკელი დემოკრატების ლიდერები და არაერთი მიმომხილველი გამოთქვამენ ვარაუდს, რომ თეთრი სახლი შესაძლოა ცდილობდეს, ხელი შეუშალოს რუსეთთან დონალდ ტრამპის გუნდის წევრების შესაძლო კავშირის გამოძიებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG