Accessibility links

აშშ-ის მხარდაჭერით ექსტრემისტებისგან გათავისუფლდა სირიის ერთ-ერთი საკვანძო ქალაქი


სირიის სახალხო ლაშქარმა, აშშ-ის სამხედრო დახმარებით, 10 მაისს ექსტრემისტებისგან საბოლოოდ გაათავისუფლა ქალაქი ტაბქა და მის მახლობლად მდებარე, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი კაშხალი. ეს წარმატება გზას უხსნის დასავლეთის კოალიციას და მის მომხრეებს, რათა გადამწყვეტი იერიში მიიტანონ „ისლამური სახელმწიფოს“ დედაქალაქ წოდებულ ქალაქ რაქაზე, რომელსაც ექსტრემისტები 2014 წლიდან აკონტროლებენ.მარტის ბოლოს პენტაგონმა სირიაში გაგზავნა დამატებით 400 ამერიკელი სამხედრო და მძიმე საარტილერიო შეიარაღება, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი ციტადელის, ქალაქ რაქის, გათავისუფლების ოპერაციაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG