Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ „შავ სიაში“ შეიყვანა იური ლუჟკოვი


საქართველომ „შავ სიაში“ შეიყვანა მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა, რომლის ინფორმაციით, მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოში ვეღარ შემოვა. ლუჟკოვმა, რომელიც არაერთხელ არის ნამყოფი ოკუპირებულ აფხაზეთში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის გვერდის ავლით, მაისის დასაწყისში საქართველოში შეუფერხებლად იმოგზაურა და სკანდალური პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. „საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს“, - განაცხადა 8 მაისს იური ლუჟკოვმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტთან საუბარში. „ამ ეტაპზე რაც მოხდა, განპირობებული იყო იმით, რომ თავის დროზე არ იყო შეყვანილი სიაში", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

XS
SM
MD
LG