Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა ნაცვლიშვილი: სასამართლო სისტემაში რჩება ფუნდამენტური გამოწვევები


საქართველოს ხელისუფლება მიდიოდა არასწორ დათმობებზე სასამართლოში მყოფ მძლავრ ჯგუფებთან, რამაც სერიოზული დარტყმა მიაყენა 2012 წლის შემდეგ გადადგმულ გარკვეულ დადებით ნაბიჯებს - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა კოალიციის, "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მიერ ორგანიზებულ ფორუმზე - "საქართველოს სასამართლო სისტემა: რეფორმის შედეგები და პერსპექტივები." ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, დადებითი საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, სასამართლო სისტემაში რჩება ფუნდამენტური გამოწვევები. „ცალკეული მიმართულებებით გარკვეული პროგრესის მიუხედავად, საზოგადოებას სასამართლოსადმი ნდობა არ აუმაღლდა, რაც საგანგაშო სიგნალია“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები და საბოლოოდ განახორციელოს სრულფასოვანი რეფორმა, რათა სასამართლოს დამოუკიდებლობა იყოს ფაქტი და არა დეკლარირებული მიზანი.

XS
SM
MD
LG