Accessibility links

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს, უილბურ როსს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს, უილბურ როსს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, საქართველოში არსებულ დადებით ბიზნესგარემოზე, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიურ თანამშრომლობასა და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს კარგ პოზიციებზე. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამერიკული ბიზნესწრეების მონაწილეობა ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს გააცნო
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი. გიორგი კვირიკაშვილი 8 მაისს ესტუმრა ვაშინგტონს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით და შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს, სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონსა და სენატის კომიტეტების ხელმძღვანელებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG