Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში ჩატარდება ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა


კოსოვოში დაიშალა მმართველი კოალიცია მას შემდეგ, რაც ერთწლიანი პოლიტიკური კრიზისის ფონზე 10 მაისს პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე კანონმდებლებმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს. პარლამენტის 120-მა წვერმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრ ისა მუსტაფას გადადგომას, 78-ი წინააღმდეგ იყო. მმართველი კოალიციის დაშლის მიზეზი გახდა შიდა დაპირისპირება, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ კოსოვოს დემოკრატიული ლიგისა და პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის, დემოკრატიულ პარტიას შორის. კოალიციის დაშლისა და მთავრობის გადადგომის გამო კონსტიტუციის თანახმად კოსოვოში 45 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. მოელიან, რომ ქვეყნის პრეზიდენტი კვირის ბოლოს გამოაცხადებს არჩევნების თარიღს. კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა სერბიისაგან გამოყოფა. მას შემდეგ კოსოვოს დამოუკიდებლობა 114 ქვეყანამ აღიარა.

XS
SM
MD
LG