Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვადამდელი არჩევნები კოსოვოში 11 ივნისს დაინიშნა


კოსოვოს პრეზიდენტმა ჰაშიმ ტაჩიმ 11 ივნისს დანიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მას შემდეგ, რაც მმართველი კოალიცია დაიშალა და მთავრობამ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ჰაშიმ ტაჩი კოსოვოს პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდა. 10 მაისს პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე 120-მა წვერმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრ ისა მუსტაფას გადადგომას, 78-ი წინააღმდეგ იყო. მმართველი კოალიციის დაშლის მიზეზი გახდა შიდა დაპირისპირება, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ კოსოვოს დემოკრატიული ლიგისა და პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის, დემოკრატიულ პარტიას შორის. კოალიციის დაშლისა და მთავრობის გადადგომის გამო კონსტიტუციის თანახმად კოსოვოში 45 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა სერბიისაგან გამოყოფა. მას შემდეგ კოსოვოს დამოუკიდებლობა 114 ქვეყანამ აღიარა.

XS
SM
MD
LG