Accessibility links

ჩეხეთში გაიმართა საპროტესტო აქციები პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ


პრაღასა და ჩეხეთის სხვა დიდ ქალაქებში 10 მაისს გაიმართა საპროტესტო აქციები, ქვეყნის პრეზიდენტ მილოშ ზემანისა და ფინანსთა მინისტრ, საპარლამენტო პარტია „ანოს“ ლიდერ ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ, რომლებსაც დემონსტრანტები ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებაში ადანაშაულებენ. სამთავრობო კრიზისი ჩეხეთში გაღვივდა იმ სკანდალის გამო, რომელშიც გახვეული აღმოჩნდა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი და ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. ოპონენტები ბაბიშს ადანაშაულებენ ფინანსური მაქინაციებისა და მისი სტრუქტურების კუთვნილ გაზეთის ჟურნალისტებზე ზეწოლისათვის. ფინანსთა მინისტრის მოხსნის თაობაზე, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ბოჰუსლავ სობოტკამ გასულ კვირაში ქვეყნის პრეზიდენტს მიმართა შუამდგომლობით, რაც მილოშ ზემანს დღემდე არ დაუკმაყოფილებია. ჩეხეთის ფინანსთა მინისტი უარყოფს მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს და პრემიერ-მინისტრის საქციელს „გაუგებარს“ უწოდებს. მოძრაობა „ანო“, რომელიც ანდრეი ბაბიშმა დაარსა, გამოკითხვის შედეგად მომავალი, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი ფავორიტია. ფინანსთა მინისტრის ოპონენტები შიშობენ, რომ თუ გავლენიან ბაბიში შეძლებს მთელი ძალაუფლების კონცენტრაციას, იგი დაიწყებს დემოკრატიული თავისუფლებების გაუქმებას. საპროტესტო აქციები პრაღის გარდა გაიმართა ბრნოში, პლზენში, ლიბერეცში, ოლომუოცში, ზლინსა და ჩეშსკე ბუდოიოვიცეში.

XS
SM
MD
LG