Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენდრიუ მაკკეიბი: არ ყოფილა მცდელობა რუსეთთან დაკავშირებული გამოძიების შეფერხებისა


აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ არ ყოფილა არანაირი მცდელობა, რათა ხელი შეშლოდა გამოძიებას პრეზიდენტის არჩევნებში რუსეთის ჩარევისა და რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანაშემწეების შესაძლო კავშირების თაობაზე. ენდრიუ მაკკეიბი, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, 11 მაისს წარსდგა სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე. ამერიკელი დემოკრატების ლიდერები და არაერთი მიმომხილველი გამოთქვამენ ვარაუდს, რომ თეთრი სახლი შესაძლოა ცდილობდეს, ხელი შეუშალოს რუსეთთან დონალდ ტრამპის გუნდის წევრების შესაძლო კავშირის გამოძიებას. ორი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონლად ტრამპმა პოსტიდან მოხსნა ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი, რომელმაც, პრეზიდენტის თანახმად, თითქმის ყველას ნდობა დაკარგა ვაშინგტონში. კომის მოხსნის მიზეზად ტრამპი ასახელებს იმ გარემოებას, რომ, მისი აზრით, კომიმ არასწორი ნაბიჯები გადადგა პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის ელფოსტასთან დაკავშირებული ბრალდებების საკითხში.

XS
SM
MD
LG