Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი სამშობლოში დაბრუნდა და მომხრეებს საპროტესტო გამოსვლებშიმონაწილეობისკენ მოუწოდებს


რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 11 მაისს სამშობლოში დაბრუნდა ესპანეთში თვალის ოპერაციის გაკეთების შემდეგ. მისი თქმით, ოპერაციის შედეგად მას მხედველობა უნდა აღუდგეს. ტვიტერით ნავალნი წერდა, რომ დაბრუნდა და ამასთანავე, „იუ თიუბით“ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში, მომხრეებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ კორუფციის საწინააღმდეგო გამოსვლებში, რომლებიც იგეგმება რუსეთის 147 ქალაქში. ნავალნის თანახმად, პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც გამოქვეყნა ესპანეთში მისი ყოფნის დროს, და რომლის მიზანი დემონსტრაციების გამართვის კანონის გამკაცრებაა, ხელს ვერ შეუშლის დაგეგმილი გამოსვლების გამართვას. ნავალნი აპირებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. მისი თქმით, აპირებს იმოგზაუროს რუსეთის ქალაქებში საარჩევნო შტაბების გახსნის მიზნით. ნავალნის აპრილის ბოლოს დაესხნენ თავს და ანტისეპტიკური საშუალება შეასხეს სახეში, რის შედეგადაც მარჯვენა თვალი დაუზიანდა.მისმა მომხრეებმა თავდამსხმელი ამოიცნეს, როგორც მთავრობის მოხრე აქტივისტი, მაგრამ პოლიციას არავინ დაუკავებია.

XS
SM
MD
LG