Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ შეუერთდა არქტიკის საბჭოს მოწოდებას კლიმატის ცვლილების დასაძლევად


აშშ შეუერთდა არქტიკის საბჭოს შვიდი ქვეყნის მოწოდებას, გააძლიერონ ბრძოლა კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზებთან, რის გამოც ეს რეგიონი სწრაფად თბება. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ ცნობენ კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზებს, ჯგუფი, რომელშიც შედიან აშშ, რუსეთი, კანადა, დანია, ფინეთი, ისლანდია ნორვეგია და შვედეთი, აცხადებს, რომ შეშფოთებულია არქტიკაში ტემპერატურის ზრდის გამო და ამას უკავშირებს ადამიანის ქმედებას რეგიონის გარეთ. არქტიკა დანარჩენ მსოფლიოზე უფრო სწრაფად თბება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა, რომელიც ჯგუფის შეხვედრაზე ჩავიდა ფეარბენკსში, ალასკაზე, ხელი მოაწერა ჯგუფის მოწოდებას მსოფლიოში სათბურის აირის გამოყოფის მიზეზებთან ბრძოლის შესახებ.

XS
SM
MD
LG