Accessibility links

რომის ცენტრში აფეთქებას არავინ დაუშავებია


რომის ცენტრში ავტომანქანა დაზიანდა პარასკევს მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. წინასწარი ცნობებით, არავინ დაშავებულა. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება იტალიის სააგენტოებზე დაყრდნობით სახელმწიფო. მაუწყებელი, რაი თავის საინტერნეტო გვერდზე ავრცელებს ცნობას, რომელიც ეყრდნობა სამაშველო სამსახურის თანამშრომლის ნათქვამს, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება. საინფორმაციო სამსახურ ლუკევერდეს თანახმად, ანტიკური ცირკუს მაქსიმუსის მახლობელი არეალი უსაფრთხოების მოსაზრებით დაიკეტა, მაგრამ ტრანსპორტის შეფერხება არ ხდება. რაის თქმით, ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა ნახეს გაჩერებულ მანქანებთან ამ არეალში. ხელისუფლება იკვლევს აფეთქებების ყველა შესაძლებელ მიზეზს. ტელევიზიამ გადასცა კადრები, სადაც მოჩანს პოლიციელები და მეხანძრეები.

XS
SM
MD
LG