Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-მ გამოაქვეყნა მისი დაკვეთით საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები


აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა მისი დაკვეთით საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები. შეკითხვას, მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 80%-მა დადებითად უპასუხა, 12%-მა კი - უარყოფითად. გამოკითხულთა 68%-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატოს წევრი და მიუღებელია 21%-ისთვის. ამავე კვლევის თანახმად, რესპონდენტების 92%-მა იცის და 7%-მა არა, რომ ევროკავშირთან ამოქმედდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. შეკითხვას, ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოგიტანთ, გამოკითხულთა 51 %-მა დადებითად უპასუხა, 35% არ ეთანხმება და 7%-მა არ იცის. შეკითხვას, რომელი ქვეყანა წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს საქართველოსთვის, 63%-მა უპასუხა, რომ რუსეთი, 6%-მა თურქეთი დაასახელა და 5%-მა აშშ. შეკითხვას, რომელი ქვეყანა უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ, 35%-მა უპასუხა, რომ აშშ, 12%-მა საქართველო დაასახელა და 10%-მა - რუსეთი. NDI-ს დაკვეთით გამოკითხვა ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა. წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 7-28 აპრილის პერიოდში საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2 493 რესპონდენტი.

XS
SM
MD
LG