Accessibility links

საქართველოს ხელისუფლება ქმნის მონიტორინგის ჯგუფს, რომელსაც მაღალი რისკის საწარმოებში შესვლის უფლება ექნება


საქართველოს ხელისუფლება ქმნის დროებით მექანიზმს, მონიტორინგის ჯგუფს, რომელსაც მაღალი რისკის საწარმოებში შესვლის უფლება ექნება. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ მონიტორინგის ჯგუფი იმუშავებს, სანამ კანონმდებლობით შრომის ინსპექციას არ მიეცემა უფლება, გაუფრთხილებლად შევიდეს მაღალი რისკის საწარმოებში. ”ეს პოტენციურად თავიდან აგვაცილებს კანონის მიღებამდე რაიმე ახალ ინციდენტს“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ. მისი ინფორმაციით, დროებითი მონიტორინგის ჯგუფი მუშაობას დაიწყებს დაახლოებით ორ კვირაში და ექნება გარკვეული მიმართულებით სავალდებულო რეკომენდაციების უფლება. ამასთან, აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ დასრულებულია მუშაობა შრომის ინსპექციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე. 9 მაისს, ტყიბულის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG