Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაცია და ქალების ცხოვრება


ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაცია და ქალების ცხოვრება
please wait

No media source currently available

0:00 0:49:44 0:00

სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში ეთნიკურ უმცირესობათა მდგომარეობის ჭრილში საგანგებო ყურადღება ეთმობა მათ არასაკმარის ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც დიდწილად სახელმწიფო ენის უცოდინრობით არის განპირობებული. ენობრივი ბარიერის პრობლემები, თავის მხრივ, კიდევ ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის და განსაკუთრებით - ქალებისთვის,რომელთათვისაც ხელმიუწვდომელია ინფორმაცია, მაგალითად, ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისების შესახებ. როგორ ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები საქართველოში, რა სპეციფიკური საჭიროებები აქვთ ქალებს სხვადასხვა თემში და რა როლს ასრულებს სახელმწიფო? გადაცემაში ვლაპარაკობთ ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიასა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე. გადაცემის სტუმრები არიან: ელისო ლომიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი, და ზაურ ხალილოვი,სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.

XS
SM
MD
LG