Accessibility links

ტრამპი კომის ურჩევს თავი შეიკავოს მედიისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდებისგან


აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მან, შესაძლოა, გააუქმოს ყოველდღიური პრესკონფერენციების ტრადიცია, მას შემდეგ, რაც გამოითქვა კრიტიკა მისი პრესმდივნების მისამართით მცდარი და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე. ტრამპის ნათქვამი 12 მაისს გავრცელდა „ტვიტერის“ სოციალურ ქსელში, და ასევე შეიცავდა გაფრთხილებას აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს აწ უკვე ყოფილი დირექტორის ჯეიმს კომის მისამართით, თავი შეიკავოს მედიისთვის კომისა და ტრამპის პირადი საუბრების შინაარსის გამჟღავნებაზე. პრეზიდენტის ვარაუდით, გამორიცხული არ არის, რომ კომისთან მისი საუბრები ფარულად „იწერებოდა“ კიდეც. ტრამპისა და კომუნიკაციებზე პასუხისმგებელი მისი გუნდის მიმართ მწვავე კრიტიკა მოჰყვა 9 მაისს გავრცელებული ტრამპის წერილის საფუძველზე „ეფ-ბი-აის“ ხელმძღვანელობიდან ჯეიმს კომის გადაყენებას. კომი ხელმძღვანელობდა გამოძიებას რუსეთთან ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის კავშირების თაობაზე.

XS
SM
MD
LG