Accessibility links

გავრცელებული ცნობებით, აშშ საუდის არაბეთთან 100 მილიარდამდე დოლარის ოდენობის ხელშეკრულებას გააფორმებს იარაღის თაობაზე


საინფორმაციო სააგენტო როიტერსის თანახმად, აშშ ემზადება საუდის არაბეთთან 100 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულების გასაფორმებლად იარაღის თაობაზე - ერთი კვირით ადრე, სანამ რიადში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩავა. თეთრი სახლის ოფიციალური პირების ინფორმაციაზე დაყრდნობით, როიტერსი ამბობს, რომ ხელშეკრულების ღირებულებამ შესაძლოა ათწლეულის განმავლობაში 300 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს და ის საუდის არაბეთს დაეხმარება გააძლიეროს თავდაცვა ირანის, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ და სხვა რეგიონული საფრთხეების წინააღმდეგ. პაკეტი უნდა დაემთხვეს ტრამპის ვიზიტს საუდის არაბეთში - პრეზიდენტის რანგში ტრამპისთვის ეს პირველი საერთაშორისო ტურნე იქნება და 19 მაისს დაიწყება. აშშ საუდის არაბეთისთვის ისტორიულადაა იარაღის მთავარი მიმწოდებელი, თუმცა ეს ხელშეკრულება ყველაზე მსხვილ პაკეტს წარმოადგენს და მოიცავს ხომალდებს, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს, საზღვაო უსაფრთხოების სისტემებს. ხელშეკრულების ფონია უფლებადამცველი ჯგუფების მოწოდებები შეიზღუდოს საუდის არაბეთის მომარაგება, რადგან იემენში ათასობით მშვიდობიანი მოსახლის სიკვდილი ბრალდება საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG