Accessibility links

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსზე, ლაშა თორდიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. ლაშა თორდიას 12 მაისს დაესხნენ თავს. თავად თორდია ამბობს, რომ თავდამსხმელები არიან საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი დაცვის წევრები. თორდია ტვინის შერყევის დიაგნოზით არის ჰოსპიტალიზებული. თორდია მიიჩნევს, რომ მასზე თავდასხმა უკავშირდება აუდიტის სამსახურის საქმიანობას, რომელიც შეისწავლის ფარცხალაძისთვის მიწის გადაცემის საკითხს. ამის თაობაზე თორდია საავადმყოფოდან ესაუბრა ჟურნალისტებს. თორდიას თქმით, ფარცხალაძეს აქვს "დაუსჯელობის განცდა". 126-ე მუხლი გულისხმობს: “ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.”

XS
SM
MD
LG