Accessibility links

პრიშტინაში სცემეს ცნობილ ჟურნალისტს


პრიშტინაში თავის სახლთან ახლოს სცემეს ცნობილ ჟურნალისტ ქალს, არბანა ქსარას, რომელიც ახლახან პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანდა. თავდასხმის შედეგად ჟურნალისტი საავადმყოფოში მოხვდა. დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანებამდე ჟურნალისტი იყო გაზეთ "ზერის" რედაქტორი. პოლიციის ცნობით, ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჯერჯერობით არ იუწყებიან თავდასხმაში ეჭვმიტანილთა დაკავების შესახებ. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ არბანა ქსარა აპირებს დემოკრატიული პარტიის კანდიდატის რანგში კენჭი იყაროს 11 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში. ჟურნალისტი ცნობილია კრიტიკული პუბლიკაციებით კორუფციასთან კავშირების ქონაში ეჭვმიტანილი პოლიტიკოსების და რელიგიური ექსტრემიზმის შესახებ. 2015 წელს არბანა ქსარას ჟურნალისტური გაბედულებისთვის მიენიჭა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრემია. კერძოდ, ქსარა თავის სტატიებში აქვეყნებდა იმ პირების სახელებს, რომლებიც სირიასა და ერაყში, ჯიჰადისტების რიგებში საომრად ცდილობდნენ მეომრების გადაბირებას.

XS
SM
MD
LG