Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროვიზიის" სიმღერის კონკურსში პორტუგალიამ გაიმარჯვა


"ევროვიზიის" სიმღერის კონკურსში გაიმარჯვა პორტუგალიამ. ამ ყოველწლიურ კონკურსს, რომელსაც ამჯერად კიევმა უმასპინძლა, მსოფლიოს მასშტაბით 200 მილიონამდე ადამიანი ადევნებს თვალს ტელევიზიით. პორტუგალიას წარმოადგენდა მომღერალი სალვადორ სობრა, გამარჯვებული სიმღერის სახელია Amar Pelos Dois.კონკურსის ფინალში მონაწილეობდა 26 ქვეყანა - მათ შორის მომღერლები ბელორუსიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდავეთიდან და ევროვიზიის მასპინძელი უკრაინიდან, რომელიც შარშანდელი კონკურსის გამარჯვებულია. საქართველოს წარმომადგენელმა თამარა გაჩეჩილაძემ კონკურსის ნახევარფინალური ეტაპი ვერ გადალახა.

XS
SM
MD
LG