Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემანუელ მაკრონი შეუდგა საფრანგეთის პრეზიდენტის მოვლეობის აღსრულებას


პარიზში, ელისეს სასახლეში ჩატარებული ცერემონიის შემდეგ საფრანგეთის ახალი ლიდერი ემანუელ მაკრონი შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას. მაკრონი დახურულ კარს მიღმა შეხვდა აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს, სოციალისტ ფრანსუა ოლანდს. საუბარი შეეხო სახელმწიფო საკითხებს, მათ შორის საფრანგეთის ბირთვული იარაღის კოდების გადაცემას. 39 წლის მაკრონი ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია საფრანგეთის ისტორიაში. ის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და ბანკირია, რომელსაც არასოდეს უმსახურია არჩეულ თანამდებობაზე. მაკრონს წინ არაერთი გამოწვევა აქვს, მათ შორის მაღალი უმუშევრობა, ისლამისტური ძალადობის გამოვლინებებთან ბრძოლა და მწვავედ დაყოფილი ქვეყნის გაერთიანება. 7 მაისს ჩატარებულ არჩევნების მეორე ტურში მაკრონმა დიდი უპირატესობით დაამარცხა ულტრამემარჯვენე ლიდერი, მარინ ლე პენი. საფრანგეთს ახლა წინ საპარლამენტო არჩევნები ელის, რომელიც 11 ივნისს გაიმართება და, გამოკითხვების თანახმად, მაკრონის მოძრაობა „ენ მარში“ გამარჯვების მოპოვებას შესძლებს.

XS
SM
MD
LG