Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ათასობით პირმა გააპროტესტა საბჭოთა პერიოდის სახლების დანგრევის გეგმა


მოსკოვში ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა აქციაში, რომელიც გაიმართა საბჭოთა პერიოდის საცხოვრებელი სახლების დანგრევის წინააღმდეგ. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერით, მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი აპირებს დაანგრიოს მოსკოვში 1950-იან და 1960 წლებში, საცხოვრებელი ბინების კრიზისის გადაჭრის მიზნით აგებული სახლები. მოსკოვის ხელმძღვანელობამ ნებართვა გასცა დემონსტრაციაზე, რომელშიც მაქსიმუმ 5000 ადამიანი მიიღებდა მონაწილეობას. ანდრეი სახაროვის სახელობის ქუჩაზე ათასობით მოქალაქე მივიდა აქციაში მონაწილეობის მისაღებად.

XS
SM
MD
LG