Accessibility links

რუსეთი და ჩინეთი შეშფოთებას გამოთქვამენ ჩრდილოეთი კორეის მიერ რაკეტის გამოცდის გამო


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი შეშფოთებას გამოთქვამენ მზარდი დაძაბულობის გამო კორეის ნახევარკუნძულზე, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთმა კორეამ ბალისტიკური რაკეტის გამოცდა მოაწყო 14 მაისს - აცხადებს პუტინის პრესსამსახური. პეკინში პუტინის ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას, კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, ლიდერებმა „დეტალურად განიხილეს კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილი სიტუაცია“ და „ორივე მხარემ შეშფოთება გამოთქვა დაძაბულობის ესკალაციის გამოო“. თეთრმა სახლმა მანამდე განაცხადა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „ვერ წარმოუდგენია რუსეთი კმაყოფილი იყოს“ ჩრდილოეთი კორეის მიერ რაკეტის გამოცდის გამოო. „როცა რაკეტა რუსეთის მიწასთან ასეთ სიახლოვეშია - რეალურად რუსეთთან უფრო ახლოს ვიდრე იაპონიასთან - პრეზიდენტს ვერ წარმოუდგენია რუსეთი კმაყოფილი იყოს“ - წერია თეთრი სახლის განცხადებაში, სადაც ასევე გამოთქმულია მოწოდება ფხენიანისთვის სანქციების მნიშვნელოვნად გამკაცრებისკენ. ჩრდილოეთი კორეის ბირთვული და ბალისტიკური და ბირთვული რაკეტების პროგრამა გაეროს მიერ არის აკრძალული და ბევრი ქვეყანა, როგორც წესი, ყოველი გამოცდის შემდეგ ავრცელებს დაგმობის განცხადებას.

XS
SM
MD
LG