Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში კვლავ გრძელდება ყველაზე დიდი კიბერშეტევის საფრთხე


15 მაისს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურისა და კერძო ბიზნესის ხელმღვანელები თავიანთ ოფისებში მუშობას შეუდგნენ განვლილი უქმე დღეებში გადატანილი, როგორც უწოდებენ, უდიდესი კიბერშეტევის საფრთხის შემდეგ, რომლის განმეორების ალბათობა კვლაც დიდია. გასულ პარასკევს მსოფლიოს 150 ქვეყანაში გავრცელდა გამომძალველი ვირუსი WannaCrypt-ი, რომელიც გამოსასყიდს ითხოვდა კომპიუტერზე ბლოკის მოხსნისათვის. როგორც იუწყებიან, კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა 200 ათასი ადამიანი. აზიასა და ევროპაში კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები. აშშ-ში გამომძალველ-ვირუსში გამოყენებული საპროგრამო კოდის ფრაგმენტები აღმოაჩინეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს კომპიუტერულ პროგრამებში. ამის შესახებ ნათქვამია „მაიკროსოფტის“ პრეზიდენტის ბრედ სმიტის განცხადებაში, რომელიც პრობლემურად მიიჩნევს ხელისუფლებების მიერ შეგროვებული ინფორმაციების დაცულობას.

XS
SM
MD
LG