Accessibility links

NDI-მ გამოაქვეყნა აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები


აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა მისი დაკვეთით, საქართველოში, აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები. შეკითხვას, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, რესპონდენტების 38%-მა უპასუხა, რომ არცერთი, 29%-მა დაასახელა "ქართული ოცნება" და 10%-მა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.“ სხვა პარტიების მაჩვენებელი საარჩევნო ბარიერზე, 5%-ზე ნაკლებია. NDI-ის დაკვეთით გამოკითხვა ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა. მან წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს სახით გამოკითხა 2 493 რესპონდენტი.

XS
SM
MD
LG