Accessibility links

ქარუბი არჩევნებში მხარს უჭერს ირანის მოქმედ პრეზიდენტს


ირანის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მეჰდი ქარუბიმ, რომელიც 2011 წლიდან შიდა პატიმრობაში იმყოფება, განაცხადა, რომ 19 მაისს დანიშნულ არჩევნებში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ ჰასან როჰანის დაუჭერს მხარს. „მოვუწოდებ ჩემ ძვირფას ირანელ ხალხს, რათა მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და ხმა მისცენ ღირსეულ კანდიდატს, რათა თავიდან იქნას აცილებული უფრო მეტი ზიანი, რაც რესპუბლიკის საფუძვლებს შეიძლება მიადგეს“, - მოჰყავს ქარუბის სიტყვები, რეფორმისტ სასულიერო პირთან დაახლოებულ ოპოზიციურ „შაჰამნიუსს“. მეჰდი ქარუბი ოპოზიციის სხვა ლიდერ, მირ ჰოსეინ მუსაუისთან ერთად იყო 2009 წლის არჩევნებში აჰმადინეჟადის მეტოქე და თვლიდა, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ არჩევნებს ოპოზიციის ლიდერების მოწოდების შედეგად ფართომასშტაბიანი საპროტესო გამოსვლები მოჰყვა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG