Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი სლოვაკეთში მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება სლოვაკეთში, სადაც უკვე გაიმართა ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა. შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოს უსაფრთხოება და ქვეყნის ნატოში გაწვერიანების პერსპექტივა. როგორც ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, მარგველაშვილმა მის კოლეგა, ანდრეი კისკას, საქართველოს სახელით ნატო-ს სამიტზე პოზიციის დაფიქსირებას ვთხოვ. „სლოვაკეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია, და გვინდა, რომ საქართველო უსაფრთხოდ იყოს და დაცულად გრძნობდეს თავს“, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ ქართველ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. სლოვაკეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ნატო-სგან სრულიად მკაფიო სიგნალი დაფიქსირდება საქართველოს მხარდასაჭერად. ნატოს სამიტი ბრიუსელში 25 მაისს გაიმართება და მასზე, განსხვავებით სხვა უმაღლესი დონის შეხვედრებისაგან, მიწვეულია არიან, მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG