Accessibility links

მოსკოვის მეტროს სადგურზე სტალინის პორტრეტი ჩამოკიდეს


14 მაისს მოსკოვის მეტროს სადგურ „სოკოლინკის“ შესასვლელთან ჩამოკიდეს საბჭოთა დიქტატორ იოსებ სტალინისა და მისი თანამებრძოლის, ლაზარე კაგანოვიჩის პორტრეტები. ეს მოხდა იმ ეგრეთწოდებული, „ისტორიული რეკონსტრუქციის“ ფარგლებში, რაც მოსკოვის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ამოქმედების 82-წლისთავს მიეძღვნა. „რეკონსტრუქციის“ ინიციატორია მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობა. როგორც იუწყებიან, ამ აქციის ფარგლებში მეტროს სადგურ „სოკოლნიკის“ ვესტიბიულში ასევე ჩამოკიდეს ბანერი წარწერით: „პროლეტარული სალამი დიდ, ძვირფას სტალინს - მეტროპოლიტენის მშენებლობის ინიციატორსა და სულისჩამდგმელს“. მოსკოვის მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას დიდი კრიტიკა მოჰყვა სოციალურ ქსელში, სადაც ამ ნაბიჯს სისხლიანი დიქტატორის განდიდების მცდელობა უწოდეს. ცნობილმა სატირიკოსმა და პრეზიდენტ პუტინის კრიტიკოსმა, ვიქტორ შენდეროვიჩმა არ გამორიცხა, რომ მოახლოებული სხვა დღესასწაული საბჭოთა სერიული მკვლელის, ანდრეი ჩიკატილოს პორტრეტებით აღინიშნოს.

XS
SM
MD
LG