Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში იმართება შეხვედრა ემანუელ მაკრონსა და ანგელა მერკელს შორის


გერმანიაში იმართება შეხვედრა საფრანგეთის ახალარჩეულ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შორის. ბერლინში მოგზაურობა მაკრონის პირველი უცხოური ვიზიტია ინაუგურაციის შემდეგ. მერკელთან მოლაპარაკებებმა უნდა აჩვენოს ევროკავშირის ორი წამყვანი სახელმწიფოს ერთობა. მერკელის სიტყვებით, ევროკავშირს რთული დრო უდგას, მაგრამ ძლიერი საფრანგეთი დაეხმარება მის დაძლევას. კანცლერმა პირობა დადო, რომ მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს პარიზთან ევროკავშირის ქვეყნების უფრო ღრმა ინტეგრაციისთვის საჭირო „გზამკვლევის“ შესამუშავებლად. მაკრონი გამოვიდა მოწოდებით, უკვე უახლოეს თვეებში მოხდეს ევროკავშირის რეფორმირება. მისი სიტყვებით, ერთიან ევროპაში ნაკლები ბიუროკრატია უნდა იყოს.

XS
SM
MD
LG