Accessibility links

მედია დონალდ ტრამპს ადანაშაულებს მოსკოვისათვის საიდუმლო ინფორმაციის გაზიარების გამო


ზოგიერთი ამერიკული გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, ამასწინანდელი შეხვედრის დროს, გაუზიარა მაღალი საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, რითაც პოტენციური საფრთხის ქვეშ დააყენა ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოზე“ მომუშავე სადაზვერვო წყაროები. თეთრმა სახლმა სწრაფად უარყო „ვაშინგტონ პოსტში“, საინფორმაციო სააგენტო "როიტერსსა" და სხვა მედიასაშუალებების მიერ 15 მაისს გავრცელებული ინფორმაცია. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩევლის, გენერალ-ლეიტენანტ ჰ.რ. მაკმასტერის თქმით, „ მედიაში გავრცელებული ცნობები ყალბია“. თუმცა კონგრესის წევრმა დემოკრატებმა და რესპუბლიკელების ზოგიერთმა წარმომადგენელმა დაგმეს საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება და აღნიშნეს, რომ ეს არის „პრობლემური“, „სახიფათო“ და „უგუნური“. მედიის ცნობებში, აშშ-ის ხელისუფლების ანონიმური წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ დონალდ ტრამპის მიერ სერგეი ლავროვისა და აშშ-ში რუსეთის ელჩის სერგეი კისლიაკისთვის გაზიარებული ინფორმაცია, აშშ-ს მიაწოდა მისმა ერთ-ერთმა პარტნიორმა ქვეყანამ, სადაზვერვო სამსახურებთან შეთანხმების საფუძველზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG