Accessibility links

მონიტორინგის ჯგუფმა დაიწყო ტყიბულის შახტისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება


მონიტორინგის ჯგუფმა დაიწყო ტყიბულის შახტისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება. მონიტორინგის მიზნით, ერთობლივი ჯგუფი შექმნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფი ზედამხედველობას გაუწევს მძიმე, მავნე, საშიში პირობების და მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებს, რომლებიც სარისკოა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ჯგუფის წევრები არიან ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები. ტყიბულის და ჭიათურის მაღაროებში ჩატარდება ტექნიკური ინსპექტირება, ზედამხედველობა გაეწევა შრომის პირობებს და შეფასდება მათი შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ, შრომისა და უსაფრთხოების მოთხოვნებთან. საქართველოს მთავრობამ მონიტორინგის ჯგუფი მას შემდეგ შექმნა, რაც 9 მაისს, ტყიბულის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 მაღაროელი.

XS
SM
MD
LG