Accessibility links

გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის დატოვებას აპირებს


საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, პოლიტიკური მოძრაობის, „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის დატოვებას აპირებს. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვაშაძემ განაცხადა, რომ სწორედ ამ გეგმის განხილვა მიმდინარეობდა ორი დღის წინ, ყოფილი მთავარი პროკურორის სახლში, სადაც შსს-ს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. გიორგი ვაშაძემ ინფორმაციის წყაროდ დაასახელა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და პროკურატურას მოუწოდა, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, რათა ოთარ ფარცხალაძეს აეკრძალოს ქვეყნის დატოვება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG