Accessibility links

დღეს იმართება ერდოანისა და ტრამპის შეხვედრა


დღეს საღამოს თეთრ სახლში ერთმანეთს შეხვდებიან აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და რეჯებ ტაიპ ერდოანი. ერდოანი მოელის, რომ ტრამპთან შეხვედრისას მიმართავს ზეწოლას შეერთებულ შტატებზე, რათა ამ უკანასკნელმა თავი შეიკავოს სირიაში მყოფი ქურთი მეამბოხეების შეიარაღებისგან. ანკარა მათ ტერორისტებად მიიჩნევს. ორი პრეზიდენტის შეხვედრა იმართება სირიის სამოქალაქო ომთან დაკავშირებული დაძაბული და კომპლექსური საერთაშორისო ურთიერთობების ფონზე. ამ ომში ანკარა და ვაშინგტონი მხარს უჭერენ ოპოზიციურ შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობას, თუმცა კონფლიქტთან დაკავშირებით თურქეთს და შეერთებულ შტატებს შორის გარკვეული უთანხმოება მაინც არსებობს, რაც სხვა საკითხებთან ერთად შესაძლოა იქცეს დღევანდელი ვიზიტის განხილვის თემად. ასევე მოელიან, რომ ერდოანი გააგრძელებს მოწოდებას შეერთებულ შტატებისადმი, აშშ-ში მცხოვრები თურქი სასულიერი პირის, ფეტულა გიულენის ექტრადიციის მოთხოვნით. ერდოანი გიულენს ადანაშაულებს გასული წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში. თურქეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ დღევანდელი შეხვედრისას აშშ-ს მოსთხოვს თურქული წარმოშობის ირანელი ბიზნესმენისთვის ირანისადმი დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებული ბრალდებების მოხსნას. შეხვედრა ვაშინგტონის დროით 12:30-ზე დაიწყება. 12 მაისს ერდოანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაშინგტონში მისი ვიზიტი „საეტაპო“ იქნება ნატოს წევრ ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების პირობებში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG