Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში აიკრძალა რუსული საინტერნეტო საიტები და მედიაკომპანიების მუშაობა


უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, მთელს უკრაინაში დაწესდა სანქციები რამდენიმე რუსული სოციალური ქსელისა და საძიებო სისტემის წინააღმდეგ. პოროშენკოს განკარგულება „ვკონტაქტეს“, „ოდნოკლასნიკის“, „იანდექსისა“ და „მეილ.რუს“ აკრძალვის შესახებ, 16 მაისს გამოქვეყნდა პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე. მასში აღნიშნულია, რომ საინტერნეტო საიტები „შეიზღუდება“ ან „დაიბლოკება“ სამი წლის ვადით. განკარგულებაში ასევე მითითებულია, რომ კიევის ეს ნაბიჯი პასუხია უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ აგრესიაზე, რაც გულისხმობს რუსეთის მიერ ყირიმის დაკავებასა და ომის გაჩაღებას აღმოსავლეთ უკრაინაში, რის შედეგადაც 9 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აკრძალული კომპანიების სიაშია ასევე საინტერნეტო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე კომპანიები, მათ შორის „კასპერსკის ლაბორატორია“, ასევე რუსული მედიაკომპანიები - „ერბეკა“, „ტეენტე“, „რენ-ტივი“ და „ნაციონალური მედიაჯგუფი“. უკრაინის მიერ დაწესებული სანქციები შეეხება რუსეთში, ყირიმში, დონეცკსა და ლუგანსკში მომუშავე 568 ორგანიზაციასა თუ კომპანიას და 1228 პირს.

XS
SM
MD
LG