Accessibility links

ჩეხეთში სტალინს ჩამოართვეს საპატიო მოქალაქის სტატუსი


ჩეხეთის ქალაქ ჩესკი ბუდეოვოცეს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საბჭოთა დიქტატორს, იოსებ სტალინს ჩამოერთვა საპატიო მოქალაქის სტატუსი. ქალაქის საბჭომ ეს გადაწყვეტილება 15 მაისის კენჭისყრაზე დაამტკიცა. სამხრეთ ჩეხეთის ამ ქალაქმა კომუნისტ დიქტატორს საპატიო მოქალაქის სტატუსი მიანიჭა 1945 წელს, საბჭოთა არმიის მიერ ნაცისტური გერმანიისგან ჩეხოსლოვაკიის ნაწილის გათავისუფლების შემდეგ. სტალინთან ერთად საპატიო მოქალაქის სტატუსი ჩამოართვეს ჩეხოსლოვაკიის პირველ კომუნისტ პრეზიდენტს კლემენტ გოტვალდს, რომელმაც ეს სტატუსი მიიღო 1946 წელს. ქალაქის საბჭოში ეს საკითხი 2017 წლის დამდეგს შეიტანეს განსახილველად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG