Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა გადადო მოლდავეთისთვის ფინანსური დახმარების გაგზავნა


ევროპარლამენტის დეპუტატებმა, სულ მცირე,ერთი თვით გადადეს ფინანსური დახმარება მოლდავეთისთვის, მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა ჯგუფებმა ევროპის სათათბიროში გამოთქვეს წუხილი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომაროების გამო. ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის წარმომადგენლების შეხვედრა 18 მაისს იყო დაგეგმილი, რასაც უნდა მოჰყოლოდა შეთანხმება მოლდავეთისთვის ფინანსური დახმარების გაგზავნის პირობებზე. ევროპარლემენტის ლიბერალური ფრთის წარმომადგენელმა, პეტრას აუტრევიჩუსმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეშფოთება გამოწვეულია ქვეყანაში მედიის თავისუფლებასთან, კანონმდებლობასთან და საარჩევნო წესის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემებით. მიმდინარე წლის იანვარში ევროკომისია შეთანხმდა, რომ ახალი მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში 100 მილიონი ევროს ოდენობის გრანტებითა და სესხებით დაეხმარება მოლდავეთს.

XS
SM
MD
LG