Accessibility links

ირანის ვიცე-პრეზიდენტმა ეშაყ ჯაჰანგირმა გადაწყვიტა, აღარ იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში


ირანის ვიცე-პრეზიდენტმა ეშაყ ჯაჰანგირმა გადაწყვიტა, აღარ წამოაყენოს თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში და ამის ნაცვლად მხარი დაუჭიროს ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ჰასან როჰანის, რომელიც მეორედ იყრის კენჭს 19 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში. ექსპერტთა შეფასებით, ირანის რეფორმატორი პოლიტიკოსის ეს გადაწყვეტილება გაზრდის როჰანის შანსებს. ფარსის პროვინციაში შეკრებილ მხარდამჭერებს ეშაყ ჯაჰანგირმა უთხრა: „ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ჩემი მოვალეობა შევასრულე. მე თქვენთან ერთად მივცემ ხმას როჰანის.“ როჰანის მთავარი მეტოქეა მკაცრი კურსის მომხრე სასულიერო პირი ებრაჰიმ რაისი, რომელიც ამჟამინდელ პრეზიდენტს მდიდართა ინტერესების დაცვაში ადანაშაულებს. არჩევნებში ასევე მონაწილეობს კულტურის ყოფილი მინისტრი, კონსერვატორი მოსტაფა მირსალიმი და ირანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, ცენტრისტი მოსტაფა ჰაშემიტაბა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG