Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე მისტურა ცალ-ცალკე შეხვდა სირიის მთავრობის წარმომადგენლებსა და მეამბოხეთა ლიდერებს


სირიის საკითხებში გაეროს საგანგებო წარმომადგენელი სტაფან დე მისტურა ჟენევაში ცალ-ცალკე შეხვდა სირიის მთავრობის წარმომადგენლებსა და მეამბოხეთა ლიდერებს. ეს არის გაეროს ეგიდით მიმდინარე სირიის სამშვიდობო მოლაპარაკების მეექვსე რაუნდი. ჟენევის მოლაპარაკებების პარალელურად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, სირიის ხელისუფლება დამასკთან ამუშავებს კრემატორიუმს, რათა მიჩქმალოს პატიმართა მასობრივი მკვლელობები. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მოკლულთა გვამებს წვავდნენ დამასკის გარეუბანში, საგანგებოდ მოწყობილ კრემატორიუმში. სირიის მთავრობამ კატეგორიულად უარყო ვაშინგტონის ბრალდებები და დასძინა, რომ ეს ცნობა „ჰოლივუდის ახალი სცენარისა“ და იმ „ტყუილების“ ნაწილია, რომელთა მიზანია სირიაში „აშშ-ის შეჭრისა და აგრესიის“ გამართლება.

XS
SM
MD
LG