Accessibility links

მაკმასტერი ამტკიცებს, რომ ტრამპმა კანონის დაცვით გაუზიარა ინფორმაცია ლავროვს


ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჰ.რ. მაკმასტერმა დაიცვა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ინფორმაციის მიწოდება „სავსებით დასაშვები“ და ეფუძნება „წყაროების გამჟღავნების“ წესს. გუშინ აშშ-ის ზოგიერთმა გამოცემამ გავრცელა ცნობები, თითქოს ტრამპმა სერგეი ლავროვს გაუზიარა მაღალი საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, რითაც პოტენციური საფრთხე შეუქმნა ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ სადაზვერვო წყაროებს. ტრამპისა და ლავროვის შეხვედრა გასულ კვირაში გაიმართა ვაშინგტონში. თეთრი სახლი და კრემლი ამტკიცებენ, რომ ცნობები საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ „ყალბია“. როგორც მაკმასტერმა დღეს უთხრა ვაშინგტონში შეკრებილ რეპორტიორებს, ოვალურ კაბინეტში გამართული საუბრის დროს „პრეზიდენტს არ გაუმჟღავნებია ინფორმაცია, რომელიც ზიანს მიაყენებდა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას. თავად ტრამპმა „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებებში აღნიშნა, რომ როგორც პრეზიდენტს, მას „სრული უფლება ჰქონდა“ რუსეთისთვის გაეზიარებინა ტერორიზმთან და საჰარეო მიმოსვლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფაქტები. მისი თქმით ის „ჰუმანიტარული მიზნებით“ მოქმედებს და სურს, რუსეთმა გააძლიეროს ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოსა“ და ტერორიზმის წინააღმდეგ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG