Accessibility links

ტრამპმა მარგველაშვილს მიულოცა ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილე


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მიულოცა ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილე. „მსურს გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს ჩემი გულთბილი სურვილები და გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის“ - ნათქვამია დონალდ ტრამპის წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა. პრეზიდენტი ტრამპი აღნიშნავს, რომ აშშ-მა და საქართველომ შექმნეს მჭიდრო ტრანსატლანტიკური კავშირი, იზიარებენ საერთო ღირებულებებს და მათ დასაცავად, რთულ ვითარებაში ყოველთვის ერთად დგანან საერთაშორისო ტერორიზმისა და რეგიონული არასტაბილურობის წინააღმდეგ. დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოს უფლებას თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. „საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მსოფლიოსათვის კვლავ შთამაგონებელია. მე და ჩემი ადმინისტრაცია მოუთმენლად ველით თქვენთან და საქართველოს მთავრობასთან მომავალ თანამშრომლობას, საერთო ღირებულებებისა და ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობის განვითარებისათვის“ - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის, გიორგი მარგველაშვილისთვის გაგზავნილ მისალოც წერილში.

XS
SM
MD
LG