Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიის პრეზიდენტი სოციალ-დემოკრატებს გადასცემს მანდატს მთავრობის ჩამოსაყალიბლად


მაკედონიის პრეზიდენტი ჯორჯე ივანოვი აცხადებს, რომ ის მანდატს გადასცემს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს ზორან ზაევს, რათა მაკედონიაში საბოლოოდ შეიქმნას ახალი მთავრობა. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას უნდა მოჰყვეს პოლიტიკური კრიზისის დასრულება, რომელიც ბალკანეთის ამ ქვეყნაში რამდენიმე თვეა გრძელდება. სოციალ-დემოკრატები და ეთნიკურ ალბანელთა პოლიტიკური პარტიები გასული წლის დეკემბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეთანხმდნენ კოალიციური მთავრობის შექმნაზე, მაგრამ ნაციონალისტური პარტიის მოკავშირე ივანოვი უარს ამბობდა ზორან ზაევისთვის მანდატის გადაცემაზე. პრეზიდენტის მოკავშირე კონსერვატიული პარტია წლების განმავლობაში მართავდა ქვეყანას. ივანოვი ამტკიცებს, რომ კოალიციური მთავრობის შეთანხმება, ალბანური ენის მეორე ოფიციალურ ენად გამოცხადების თაობაზე, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ერთიანობასა და სუვერენიტეტს, თუმცა თქვა, რომ შეიძლება დათმოს იმ პირობით, რომ ზაევი შეეცდება უზრუნველყოს კოალიციის მუშაობა კონსტიტუციისა და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის პირობებში.

XS
SM
MD
LG