Accessibility links

ავღანეთის სახელმწიფო ტელევიზიის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა


აღმოსავლეთ ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში თავდამსხმელებმა შტურმით აიღეს სახელმწიფო ტელევიზიის შენობა, რასაც მოჰყვა ერთსაათიანი ორმხრივი სროლა თავდამსხმელებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის. ადგილობრივი ხელისუფლებისა და ექიმების ცნობით, მომხდარის შედეგად დაიღუპა ოთხი თავდამსხმელი და ორი სამოქალაქო პირი. დაიჭრა, სულ მცირე, 13 სამოქალაქო პირი. ნანგარჰარის პროვინციის გუბერნატორის პრესმდივნის ატაულა ხოგიანის ინფორმაციით, ტელევიზიისა და რადიოს კომპლექსის ტერიტორიაზე ოთხი თავდამსხმელი შეიჭრა და სროლა ატეხა. მათ შორის, ორმა თავი აიფეთქა. თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდასხმის დროს შენობაში ჩარჩნენ ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქში მომხდარი თავდასხმის უკან. პაკისტანის საზღვრის მოსაზღვრე პროვინციაში აქტიურობს ექსტრემისტთა ორი დაჯგუფება, თალიბები და „ისლამური სახელმწიფო“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG