Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლგოგრადში გაზის მილის შემკეთებელთა სავარაუდო შეცდომას მსხვერპლი მოჰყვა


ოთხამდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა სამხრეთ-დასავლეთ რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში, საცხოვრებელ სახლში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, დაღუპულთაგან სამი პირი სახლის მობინადრე იყო, ხოლო მეოთხე - კი გაზის მილის შემკეთებელი მუშა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქება გამოიწვია გაზის მილის დაზიანებამ, რაც, როგორც ჩანს, განაპირობა მუშების უკანონო ქმედებამ წყლის მილთან შეერთების მიზნით. მიმდინარეობს გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ბრალდებით. სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს სამი ეჭვმიტანილი.

XS
SM
MD
LG