Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს სტრასბურგში ოფიციალურად გააფორმებენ უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების დოკუმენტს


დღეს სტრასბურგში ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომლითაც ოფიციალურად გაფორმდება უკრაინის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ამოქმედება. დოკუმენტი ძალაში შევა 11 ივნისს. ბიომეტრიული პასპორტების მფლობელ უკრაინელებს შესაძლებლობა ექნებათ, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ქვეყნებში და 180-დღიან პერიოდში იქ 90 დღე დაჰყონ. მას შემდეგ რაც, 11 მაისს შეთანხმებას მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სახელმწიფოებმა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ „მისი ქვეყანა საბოლოოდ გაეყარა რუსეთის იმპერიას“.

XS
SM
MD
LG