Accessibility links

აშშ-ის მედიის ცნობით, ტრამპმა კომის ჯერ კიდევ თებერვალში სთხოვა, შეეწყვიტა რუსეთთან ფლინის კავშირების გამოძიება


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციიდან მალევე სთხოვა გამოძიების ფედერალური ბიუროს მაშინდელ დირექტორს ჯეიმს კომის, შეეწყვიტა გამოძიება, რომელიც შეეხებოდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის აწ უკვე ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის კავშირებს რუსეთთან. ამის შესახებ იუწყებიან „ნიუ იორკ ტაიმსი“, როიტერისა და ასოშიეიტედ პრესის სააგენტოები. კომი, რომელიც ტრამპმა გასულ კვირაში დაითხოვა თანამდებობიდან, პრეზიდენტს ოვალურ კაბინეტში შეხვდა თებერვალში, ფლინის გათავისუფლების წინა დღეს. ამ შეხვედრას მოჰყვა კომის წერილობითი განკარგულება გამოძიების შეწყვეტის შესახებ ტრამპის მოთხოვნის საფუძველზე. საინფორმაციო საშუალებები იმოწმებენ კონკრეტულ წყაროებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ნანახი აქვთ დოკუმენტი, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ის წაკითხულიც კი აქვს.

XS
SM
MD
LG