Accessibility links

აზერბაიჯანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული უფლებდამცველები იძულებით უნდა დააბრუნონ ნიდერლანდიდან


აზერბაიჯანის სასამართლომ გამოსცა ორდერი უფლებდამცველი აქტივისტების ლეილა და არიფ იუნუსების ნიდერლანდიდან აზერბაიჯანში იძულებით დაბრუნების თაობაზე, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ მათი პოლიტიკურად მოტივირებული საქმის მორიგი განხილვის პროცესში. 17 მაისს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა იუნუსების ადვოკატს, ელჩინ სადიყოვს სასამართლო მოსმენაში წყვილის ვიდეოჩართვით მონაწილეობის ნებართვაზე. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლოს სხდომა 31 მაისს გაიმართება. სადიყოვის თქმით, ამ განკარგულებას შესაძლოა მოჰყვეს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ იუნუსების დაკავების საერთაშორისო ორდერის გამოცემა. 61 წლის ლეილა იუნუსი და 62 წლის არიფ იუნუსი 2014 წელს დააკავეს. 2015 წელს ისინი ეკონომიკურ დანაშაულში ცნეს დამნაშავედ სასამართლო პროცესზე, რომელიც თავად ბრალდებულებისა და ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფების თქმით, ფარსი იყო. მათ რვაწლინახევრითა და შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა მოგვიანებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პატიმრობა პირობითი სასჯელით შეუცვალეს.

XS
SM
MD
LG