Accessibility links

სტრასბურგში ოფიციალურად გაფორმდა დოკუმენტი უკრაინელებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ


სტრასბურგში ოფიციალურად გაფორმდა დოკუმენტი უკრაინის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ და მალტის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარამელო აბელამ. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელმაც განაცხადა, რომ ეს შეთანხმება უკრაინის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. „უკრაინა უბრუნდება ევროპულ ოჯახს და საბოლოოდ ემშვიდობება საბჭოთა და რუსეთის იმპერიას“ - უთხრა პოროშენკომ ჟურნალისტებს დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ. ტაიანიმ კი განაცხადა, რომ სავიზო ლიბერალიზაცია „მეტად პროევროპული უკრაინისადმი“ გაგზავნილი „კარგი მესიჯია“. უვიზო რეჟიმით სარგებლობას უკრაინის მოქალაქეები, სავარაუდოდ, 11 ივნისიდან შეძლებენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG