Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარკოვში თავს დაესხნენ ლგბტ აქტივისტებს და დაწვეს მათი დროშა


მოძალადეები 17 მაისს ხარკოვში თავს დაესხნენ გეი და ტრანსგენდერი აქტივისტების მცირერიცხოვან აქციას და დაწვეს მათი დროშა. თავდამსხმელებმა, რომელთა რაოდენობა 30-ს შეადგენდა, წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცველებს, რის გამოც დაშავდა პოლიციის ორი თანამშრომელი. ხარკოვის პოლიციის ცნობით, დაკავებულია 4 თავდამსხმელი, რომლებსაც, ბრალს წაუყენებენ სამართალდამცველებისადმი გაწეული წინააღმდეგობისათვის, რაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG